პაციენტი: 16 წლის
მდგომარეობა:
- არასწორად ჩატარებული რესტავრაცია
- არასწორად ჩატარებული ოპერაცია-ღრძილის მოკვეთა ანუ გინგივექტომია (2-ჯერ)
- პაციენტს სურდა კბილის გვირგვინის ესთეტიკურად დაგრძელება
მკურნალობის გეგმა:
- 3D კ. ტომოგრაფიული კვლევა (გამოვლინდა კბილის ფესვის ვესტიბულური, ღრმა დაზიანება)
- პაროდონტოლოგიური მკურნალობა
- კლინიკურად ღრძილის გამოჯანმრთელების შემდეგ დაიგეგმა 2.1 კბილის ესთეტიკური დაგრძელება პლასტიკური ქირურგიული გზით
- კბილის ფესვის დაბჟენა ვესტიბულური მიდგომით
კომპოზიტით დაფარვა მოხდა მხოლოდ ოპერაციულ ზონაზე, ქსოვილების მინიმალური ინვაზიური პრეპარირების პრინციპით (სრულად შენარჩუნდა სასისკენა ქსოვილი), კლინიკური გამოჯანმრთელება ასახულია ფოტოზე 2 თვის შემდეგ და ამ ეტაპისთვის იგეგმება 2.1 კბილის გვირგვინის მხატვრული რესტავრაცია.
ქირურგი/პაროდონტოლოგი: სოფო დიასამიძე
კბილის ენდოდონტიური მკურნალობა შეასრულა თერაპევტმა თამუნა დუნდუამ

