რაბერდამის სისტემა (Rubber Dam System) არის კრიტიკულად მნიშნველოვანი ინსტრუმენტი თანამედროვე სტომატოლოგიაში, რომელიც ძირითადად გამოიყენება სამუშაო ადგილის იზოლირებისთვის ისეთი პროცედურების დროს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულად სუფთა გარემოს.
ძირითადი კომპონენტები:
- რაბერდამის საფარველი – ლატექსის ან არალატექსის მასალის თხელი, მოქნილი საფარველი, რომელიც გადაჭიმულია პაციენტის სამკურნალო უბნის იზოლირებისთვის.
- ჩარჩო – დამზარებულია ლითონისგან ან პლასტმასისგან. ჩარჩოს უჭირავს რაბერდამის საფარველი დაჭიმულად, რაც უზრუნველყოფს მკაფიო ხედვას და წვდომას იზოლირებულ კბილზე.
- დამჭერები – პატარა ლითონის დამჭერები ამაგრებენ რაბერდამის საფარველს დამუშავებული კბილის გარშემო. დამჭერი არის სხვადასხვა ზომის სხვადასხვა კბილისთვის.
- პუნჩი და პინცეტი– პუნჩის ხელსაწყო ქმნის ხვრელებს საფარველზე რათა მოთავსდეს კბილებს გარშემო, ხოლო პინცეტი გამოიყენება დამჭერების დასაყენებლად და მოსახსნელად.
უპირატესობები:
- იზოლაცია – იცავს სამკურნალო ადგილს ტენიანობისა და დაბინძურებისგან.
- უკეთესი ხილვადობა – აუმჯობესებს სტომატოლოგის ხედვას და კბილებზე წვდომას.
- პაციენტის უსაფრთხოება – ამცირებს ასპირაციის ან ნარჩენების გადაყლაპვის რისკს პროცედურის დროს.
რაბერდამის სისტემა (Rubber Dam System) არის აუცილებელი მოწყობილობა მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მოვლის უზრუნველსაყოფად, რაც საშუალებას აძლევს სტომატოლოგებს იმუშაონ ეფექტურად და დაიცვან პაციენტი.
