ბლოგი

სტომატოლოგიური მასალების განვითარების ისტორია

პრეისტორიული პერიოდი

უძველეს ცივილიზაციაში, ყველაზე ადრე, სტომატოლოგიური მასალები გვხვდება ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში, სადაც იყენებდნენ ბუნებრივ ნივთიერებებს, სხვადასხვა სახის ძვალს, მათშორის სპილოს ძვალს და ფუტკრის ცვილს კბილის ღრუების შესავსებად.

შემდეგი განვითარების ნაბიჯები გვხვდება ძველ რომსა და საბერძნეთში სადაც დაიწყეს ძვირფასი ლითონების გამოყენება. ოქროსა და ვერცხლს იყენებდნენ სტომატოლოგიური ფითხებისა და პროთეზებისთვის, რომელიც უფრო ესთეტიურ და გამძლე შედეგს იძლეოდა.

მე-19 მე-20 საუკუნე

მე-19 საუკუნეში დაიწყო სპილოს ძვლისა და ადამიანის კბილებისგან დამზადებული პროთეზების გამოყენება , ადრეულ სინთეტიკურ ვარიანტებთან ერთად. მოვიდა ამალგამას ეპოქა, ვერცხლისწყლის შერწყმა ლითონებთან როგორიცაა ვერცლი და კალა რომლითაც კბილის ღრუებს ავსებდნენ. გამოჩნდა ანესთეზია რამაც სტომატოლოგიური პროცედურები გაამარტივა.

1950-იან წლებში, ნაერთმა მასალებმა (Composite Materials) მოიპოვა პოპულარობა. პლასტმასის მინასთან და კვარცთან შეერთებამ შედეგად მოგვცა ესთეტიურად სასიამოვნო და ფუნქციონალური რესტავრაციები. ამ მასალებმა მოგვცა მეტი ბუნებრივი გარეგნობა.

სინთეზური ფისების განვითარებამ კიდევ უფრო გააუმჯობესა აღდგენითი სტომატოლოგია და მოგვცა მეტად გამძლე გვირგვინები და ხიდები. 1960-იან წლებში ტიტანის იმპლანტების დანერგვამ მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია სტომატოლოგიურ ტექნოლოგიაში. ტიტანის იმპლანტები უკონკურენტო გრძელვადიანი არჩევანი გახდა კბილის რესტავრაციისთვის.

თანამედროვე პერიოდი

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა ახალი მასალები, კერამიკა და ცირკონიუმი, რომლებმაც მოგვცა საუკეთესო შედეგი სტომატოლოგიურ გვირგვინებსა და ხიდებში. ახალი მატერიალები არამხოლოდ უკეთეს ესთეტიურ შედეგს იძლევა არამედ უფრო მტკიცე ვარიანტია.

თანამედროვე კვლევები ფოკუსირებულია ბიოკომპოზიტური მასალების შემუშავებაზე, რომლებიც უფრო თავსებადია ადამიანის ქსოვილებთან, აძლიერებენ შეხორცებას და ინტეგრაციას.

ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი 21 საუკუნეში გახდა 3D ბეჭდვის ტექნოლოგია. 3D ბეჭდვის გამოყენებამ სტომატოლოგიაში მოახდინა რევოლუცია პროთეზირებისა და ორთოდონტიული ხელსაწყოების წარმოებაში.

მომავალი

მომავალი უკავშირდება ნანო ტექნოლოგიებს და ჭკვიან მასალებს(Smart Materials) . ნანოტექნოლოგიის ჩართვა სტომატოლოგიურ მასალებში მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მათი თვისებები, როგორიცაა სიმტკიცე და ანტიმიკრობული ეფექტურობა, ხოლო ჭკვიან მასალებზე მიმდინარე კვლევა, რომლებსაც შეუძლიათ რეაგირება გარემოს ცვლილებებზე, გზას უხსნის ინოვაციურ სტომატოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

სტომატოლოგიური მასალების ევოლუცია არის ისტორიული მოგზაურობა, რომელიც ასახავს ტექნოლოგიურ წინსვლას. თანამედროვე მასალები არა მხოლოდ ზრდის სტომატოლოგიური მკურნალობის ხარისხს და გამძლეობას, არამედ აუმჯობესებს პაციენტის კომფორტს და შედეგებს.